Belive

მადრიდის რეალი ეროვნული ლიგის დატოვებას აპირებს

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" ესპანეთის საკალათბურთო ასოციაციის (ACB) გამორჩეული წევრია. მადრიდელებმა "Copa Del Rey"-ს ფინალური მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ წააგეს, რაშიც ისინი მსაჯების უდიდეს შეცდომებს იმიზეზებდნენ და საკმაოდ არგუმენტირებულადაც - სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სამეფო კლუბის წარმომადგენლები ეროვნული ლიგის დატოვებას აპირებენ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ესპანური ლიგის მსაჯებმა შეცდომები აღიარეს, თუმცა მათი აღიარებით "რეალისთვის" არაფერი იცვლება. ესპანურ საკალათბურთო ლიგას ფინანსური თვალსაზრისით მადრიდის "რეალის" არყოფნით სერიოზული ზიანი მიადგება. "ლოს ბლანკოსმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი იურიდიული კომპანია დაიქირავა, რომელიც დამატებითი პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში მათ აღმოფხვრაში დაეხმარება. "რეალი" საკუთარ გადაწყვეტილებას სისრულეში ახალი, 2019/20 წლების სეზონიდან მოიყვანს.  

სხვა სტატიები