Belive

მაჰმუტოღლუ: "შევხვდები მეორედ შენგელიას და ვნახავთ რა შეუძლია..."

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

"ფენერბაჰჩესა" და თურქეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - მელიჰ მაჰმოტოღლუმ, ცნობილის საკალათუბრთო გამოცემა "eurohoops"-თან ისაუბრა. 32 წლის კალათბურთელი ინტერვიუში არაერთხელ საუბრობს "ეურობასკეტს 22"-ზე, საქართველოსთან ჩატარებულ მატჩზე.

"საქართველოსთან თამაშის შემდეგ, შენგელიასთან საუბარი არ გვქონია. მე და თოკო ხშირად შევხვედრივართ, ვსაუბრობდით, მაგრამ ასეთი მოვლენის შესახებ (გასახდელში ჩხუბის) რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი. შენგელიასგან ასეთ რამეს არ ველოდი. არ მიმაჩნია მართებულად მოედნიდან წახვიდე და სხვა მოთამაშესთან ბრძოლა დერეფანში გააგრძელო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ტრავმირებული ხარ. ვფიქრობ ამის გამო სასჯელი გარანტირებული უნდა იყოს.

სამწუხაროდ, კადრები ვერ ვნახეთ, არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ საბოლოოდ ვიცით, რაც თქვა კორკმაზმა, ჩვენ მისი გვჯერა. მატჩის შემდეგ კადრები ვნახეთ, ის კადრები თუ რა მოხდა მოედანზე საქართველოს ნაკრების 10-ნომერსა და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას შორის. არ ვიცი რა უნდოდათ შენგელიას და ბითაძეს. მათ არ შეეფერებათ ასეთი თავდასხმა.

იქაც ვთქვი და კიდევ ვიტყვი: სეზონი გრძელია, ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა შენგელია იმას, რისი გაკეთებაც საქართველოში შეძლო. ქალაქსა და ქვეყანას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ რამეა საჭირო, იქაც გავაკეთებთ, მაგრამ ეს არის ის საქციელი, რაც სპორტში არ უნდა იყოს. მოედანზე ბევრი პრობლემა იქმნება, თუმცა რაც სპორტში ხდება, მოედანზევა რჩება. მოედანზე შეიძლება ჩხუბი მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოედანზევე უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ეს არ დასრულებულა. იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება“.

სხვა სტატიები