Belive

მაიამი ჰიტის უნიკალური რეკორდი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მაიამისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირება გაიმართა. მაიამიში, "FTX Arena"-ზე გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 112:111 დასრულდა.

"ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "მაიამი ჰიტმა" NBA-ის უნიკალური რეკორდი დაამყარა. "მაიამი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაზე მეტი საჯარიმო სროლა (40) 100%-იანი სიზუსტით შეასრულა.

"მაიამის" კალათბურთელებმა 40-დან 40 საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულეს, რაც NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები