Belive

მაიკლ დიქსონი საკალათბურთო კლუბ ტიტებში ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ "ტიტებში" ითამაშებს. პირველი წრის დასრულებამდე "ტიტები" სუპერლიგაში შვიდ შეხვედრას გამართავს (ორი - გამოტოვებული, ხუთი - კალენდარული). ტიტებში დიქსონის გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი გახლავთ. "დიქსონი, სანამ კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთის ჩემპიონატში გადავა, მანამდე ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენ გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს. ტიტებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან", - აღნიშნა "ტიტების" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ. წყარო: facebook.com/bctitebi/

სხვა სტატიები