Belive

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების განაცხადშია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა 24 კანდიდატი დაასახელა, საიდანაც შეკრების დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ კალათბურთელებს შეარჩევს, რომლებიც 16 თებერვალს ვარჯიშს შეუდგებიან. აღსანიშნავია, რომ 24-კაციან სიაშია ამერიკელი კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს თავი შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. 30 წლის უკანახაზელმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ის ზუროსის გუნდში ბრუნდება. პირველ მატჩს ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს, შვეიცარიასთან გამართავს.
GNT-2021-qualifiers

სხვა სტატიები