Belive

მაიკლ ჯორდანი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მსოფლიო სპორტულ მედიაში საკმაოდ ნახვადია სტატიები, რომლებიც სპორტსმენების შემოსავალსა და ანაზღაურებას ეხება. ერთ-ერთმა მედიაგამოცემამ მაიკლ ჯორდანის ქონება "გამოთვალა" და შედეგი მართლაც, რომ დაუჯერებლად დიდია. პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც სპორტის მცოდნეთა დიდი ნაწილის აზრით ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება, საკმაოდ დიდი ქონების მეპატრონეა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდარულმა მაიკლმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 15 სეზონის განმავლობაში იასპარეზა. გამოცემამ ჯორდანის ქონება 2020 წლის მონაცემების შედეგად 1.9 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს, რომლის სახელიც და გვარიც სპორტს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მაიკლ ჯორდანის ერთ-ერთი საკალათბურთო გუნდის - "შარლოტ ჰორნეთსის" მეპატრონეცაა.

სხვა სტატიები