Belive

მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტს დიდების დარბაზში წარადგენს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ "დიდების დარბაზში" კობი ბრაიანტს მაიკლ ჯორდანი წარადგენს. ნეისმიტის სახელობის "დიდების დარბაზის" წევრების ცერემონია წელს 15 მაისს გაიმართება. კობი ბრაიანტის გარდა, წევრობისთვის ემზადებიან ტიმ დანკანი და კევინ გარნეტი. ამ უკანასკნელს დევიდ რობინსონი წარადგენს, ხოლო დანკანს - აიზია ტომასი.

"კობი ჩემი ახლო მეგობარი და პატარა ძმასავით იყო. როდესაც ის გარდაიცვალა, ჩემი მცირე ნაწილიც მას გაჰყვა. ბრაიანტს ჰქონდა მონდომება, რომელიც სხვაგან არსად გვინახავს. იმ მომენტიდან, როდესაც გავიცანი, მინდოდა, რომ მისი დიდი ძმა ვყოფილიყავი," - თქვა ჯორდანმა "ლეიკერსის" ლეგენდის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ.

სხვა სტატიები