მაკედონიის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის

ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ დღეს 12-კაციანი განაცხადი დაასახელა. მაკედონიელებს უკანახაზელი ნენად დიმიტრიევიჩი (ვალენსია) დააკლდებათ. გარდა ამისა, გუნდს ვერ დაეხმარებიან NCAA-ში მყოფი ლეგიონერები.

მაკედონიის შემადგენლობა საქართველოსთან: ბოიან კრსტევსკი, ანდრეი მიტრევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, ვოიდან სტოიანოვსკი, მაქსიმ მიტევსკი, პაველ დანაილოვსკი, ტედორ სიმიკი, დამჯან რობევი, ანდრეი მასლინკო, ვალმირ კაკრუკი, ჯეიკობ უილი, ვიქტორ ეფრემოვსკი.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩამოვა. დრაგან ბაიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებების დაპირისპირება 24 თებერვალს, თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართება.

 

მაკედონიის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის

სტატიის ავტორი
-