Belive

მაკფადენის შედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"სან პაბლომ" მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო. ACB ლიგის მე-10 ტურში, ბურგოსელებმა სტუმრად "ესტუდიანტესს" დაძაბული მატჩი მოუგეს (78:76). გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ტედ მაკფადენმა შეიტანა. წარმოშობით ამერიკელი მოთამაშის ანგარიშზე 12 ქულა და 3 მოხსნა იყო, პარკეტზე კი 23:47 წუთი გაატარა. "ბურგოსს" ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე, მთლიანობაში კი 6 მოგება და 4 მარცხი აქვს, რა შედეგითაც გიორგი შერმადინის "ტენერიფესთან" მეოთხე ადგილს ინაწილებს. შემდეგი შეხვედრა მაკფადენის გუნდს 30 ნოემბერს, "უნიკახასთან" ელის.

სხვა სტატიები