Belive

მამუკელაშვილი და მილუოკი მაიამისთან დამარცხდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მაიამისა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა. მაიამიში, "FTX Arena"-ზე გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 108:102 დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ "მილუოკის" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცა. პარკეტზე გატარებულ 16:36 წუთში ქართველმა ფორვარდმა 2 ქულის, 5 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნის პირობებში "მილუოკის" ლიდერად ჯრუ ჰოლიდეი (24 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი) მოევლინა, თუმცა, მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები