Belive

მამუკელაშვილი განვითარების ლიგაში გაუშვეს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სპორტული მედიაგამოცემა The Atletic-ის ცნობით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი, "მილუოკი ბაქსმა" განვითარების ლიგაში "ვისკონსინ ჰერდში" გაუშვა. მამუკელაშვილს წლევანდელ პრესეზონში საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს, რასაც უცხოური მედიაგამოცემებიც აღნიშნავენ. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, 4 თამაშის შემდეგ სანდროს საშუალო სტატისტიკა ასეთია:
  • სათამაშო დრო: 12.5 წუთი
  • ქულა: 3.5
  • მოხსნა: 2.0
საყურადღებოა, რომ სანდროს NBA-ის მატჩებში სათამაშო დრო ძირითადად ე.წ. Garbage Time-ში ეძლეოდა. საკალათბურთო ანალოტიკოსები სანდროს მიმართ "მილუოკის" გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, მათ შორის ერთ-ერთი კი ბობი პორტისისა და ბრუკ ლოპესის დაბრუნებაა, რაც სანდროსთვის სათამაშო დროის ფაქტობრივ "არმიცემას" განაპირობებდა. საყურადღებოა, რომ მამუკელაშვილის G ლიგაში გადასვლა, მისი უნარების განვითარების მთავარი წინაპირობაა. პასის მიცემა და ბურთის კონტროლი - სწორედ ამ ორ ფაქტორს გამოყოფენ ანალიტიკოსები მამუკელაშვილის შემთხვევაში კომპონენტებად, რომელიც ქართველმა ლეგიონერმა უნდა გააუმჯობესოს.

სხვა სტატიები