Belive

მამუკელაშვილი NBA-ში დაბრუნდა და 23 წუთი ითამაშა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

G ლიგის დასრულების შემდეგ, სადაც სანდრო მამუკელაშვილს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა, ქართველი კალათბურთელი NBA-ში დააბრუნეს და "მილუოკს" შეუერთდა. NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა” ,,ლოს-ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლა და 34 ქულიანი სხვაობით 119:153 დამარცხდა. მასპინძელთა შემადგენლობაში 23 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა.

,,მილუოკი” 48 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა და ფლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს.

სხვა სტატიები