Belive

მამუკელაშვილი ნიუ იორკის მეტროპოლიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება აშშ-ში - 21 წლის ქართველი ფორვარდი ნიუ-იორკის მეტროპოლიის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მამუკელაშვილისთვის 2020/21 წლების სეზონი ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა. გარდა აღნიშნული აღიარებისა, სანდრო გახდა BIG EAST-ის კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშე და კოლეჯის წლის საუკეთესო მძიმე ფორვარდი (კარლ მელოუნის პრიზი). განვლილ სეზონში ქართველი კალათბურთელი "სეტონ ჰოლის" ლიდერად ჩამოყალიბდა. სანდრო საშუალოდ საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.2 გადაცემას აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი 2021 წლის NBA დრაფტზე დადგება.

სხვა სტატიები