Belive

მამუკელაშვილის 20 ქულა - სანდრო პარკეტზე საუკეთესო იყო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NCAA-ში სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" "პროვიდენსი" 17 ქულიანი სხვაობით, 43:60 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი პარკეტზე კვლავ გამორჩეული იყო. სანდრომ 36 წუთში 20 ქულა (11-დან 6 ორქულიანი 5-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილი ორივე გუნდის რიგებში კვლავაც ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო, "სეტონ ჰოლმა" კი ამ გამარჯვებით 3 თამაშიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. როგორც იცით, 21 წლის ქართველი კალათბურთელი 2021 წლის დრაფტზე დადგომას აპირებს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ გოგა ბითაძის შემდეგ, NBA-ში სანდროც ვიხილოთ.

სეტონ ჰოლი 60:43 პროვიდენსი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები