Belive

მამუკელაშვილის ახალი რეკორდი და კარიერის მატჩი აშშ-ში (ვიდეო)

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
აშშ-ის კოლეჯების ლიგაში სანდრო მამუკელაშვილი საოცრად გამოიყურება - ქართველმა კალათბურთელმა დღეს, გამთენიისას, "სენტ-ჯონსთან" მატჩში 32 ქულა ჩააგდო, რითაც კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. "სეტონ ჰოლმა" დღევანდელი მეტოქე 9 ქულის სხვაობით, 77:68 დაამარცხა, რაშიც ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის წვლილი დიდი იყო. სანდრომ "სენტ-ჯონსის" წინააღმდეგ სარეკორდო ქულების რაოდენობა (32) მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაემატა. აღსანიშნავია, რომ წინა საუკეთესო შედეგი, ანუ 30 ქულა მამუკელაშვილმა სულ რაღაც 5 დღის წინ დააფიქსირა, დღეს კი 22 წლის კალათბურთელმა მორიგი ახალი რეკორდი დაამყარა. "სეტონ ჰოლი" NCAA-ში მომდევნო შეხვედრას 16 დეკემბერს, "ხავიერის" წინააღმდეგ გამართავს.

იხილეთ სანდროს საუკეთესო მომენტები დღევანდელ თამაშში: 

სხვა სტატიები