Belive

მამუკელაშვილის ბრწყინვალე სტატისტიკა G-ლიგაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ბირმინგემისა" და "ვისკონსინის" დაპირისპირება შედგა.

ბირმინგემში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 85:99 დასრულდა. "ვისკონსინის" გამარჯვებაში ლომის წილი სანდრო მამუკელაშვილმა დაიდო. პარკეტზე გატარებულ 31 წუთში, ქართველმა ფორვარდმა 21 ქულის, 12 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა პირად აქტივს 4 ჩაჭრაც შემატა და მატჩის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მოგვევლინა.



სხვა სტატიები