Belive

მამუკელაშვილის კარიერის რეკორდი და გამარჯვება ოვერტაიმში (ვიდეო)

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკის კოლეჯების ლიგაში, მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" "პენ სტეიტს" დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. საბოლოოდ, დაპირისპირება "სეტონ ჰოლის" გამარჯვებით, ანგარიშით 98:92 დასრულდა. დაძაბული დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებულის ვინაობა ოვერტაიმის შედეგად გახდა ცნობილი, მამუკელაშვილის ბენეფისად იქცა. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ქართველი ფორვარდის ბრწყინვალე თამაშმა "სეტონ ჰოლს" გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილმა 30 ქულა დააგროვა და კოლეჯების ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა. სანდრო მამუკელაშვილი სრული სტატისტიკა: 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა/დაფარება.

სხვა სტატიები