Belive

მამუკელაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი NCAA-ში

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

NCAA-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" გასვლით მატჩში დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერის "ვილანოვას" წინააღმდეგ წარსდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ქართველი ლეგიონერის გუნდმა ანგარიშით - 74:76 შეხვედრა დათმო.



სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულას, 9 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. შეხვედრის ბოლო მომენტში მამუკელაშვილმა ურთულესი მდგომარეობიდან სამქულიანი ისროლა, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.

"სეტონ ჰოლს" 15 თამაშის შემდეგ 9 მოგება და 6 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით სანდრო გუნდი კონფერენციის მე-5 პოზიციაზე იმყოფება, "ვილანოვა" კი 10-დან 9 გამარჯვებით პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები