Belive

მამუკელაშვილის ფენომენალური მატჩი G-ლიგაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "გრანდ რაპიდსისა" და "ვისკონსინის" დაპირისპირება შედგა.

"დელტა პლექს არენაზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 106:112 დასრულდა. "ვისკონსინ ჰერდის" გამარჯვებაში ლომის წილი სანდრო მამუკელაშვილმა დაიდო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა, რითიშ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო აღმოჩნდა.

პარკეტზე გატარებულ 35 წუთში, სანდრო მამუკელაშვილმა 32 ქულის, 14 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა 19-დან მცდელობიდან, მოწინააღმდეგის კალათში ბურთი 13-ჯერ მოათავსა.

"გრანდ რაპიდსის" წინააღმდეგ დაგროვებული 32 ქულით, მამუკელაშვილმა "ვისკონსინის" შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ასევე საინტერესოა, რომ მამუმ ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო 20+ ქულის დაგროვება.

სხვა სტატიები