მამუკელაშვილის პირველი კომენტარი G-ლიგაში ჩატარებული სუპერ მატჩის შემდეგ

“მოტორ სიტის” წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა G-ლიგის შესახებ ისაუბრა.

“მატჩს ძალიან დადებითად შევაფასებ. ჩემი აზრით, ერთგვარი ტესტია, როდესაც “ვისკონსინში” სათამაშოდ გიშვებენ. როდესაც ძირითად გუნდში არ თამაშობ, მწვრთნელებს სურთ ნახონ თუ რამდენად პროფესიონალურად მიუდგები საკითხს. G-ლიგაში სათამაშოდ ჩასვლა ჩემთვის ყოველთვის მოტივაციაა. აქ შემიძლია ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო და დავამტკიცო თუ რატომ ვიმსახურებ “ბაქსში” უფრო მეტ სათამაშო დროს. შესაბამისად, ვცდილობ რაც შეიძლება დადებითად მივუდგე ამ საკითხს და ყოველთვის, როდესაც G-ლიგაში ჩავალ თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო”.



შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილმა G-League-ში მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა. “მოტორ სიტისა” და “ვისკონსინის” დაპირისპირებაში, ქართველმა ვარსკვლავმა 41 წუთში 31 ქულის, 12 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

მამუკელაშვილმა 61%-იანი სიზუსტით ისროლა, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა და სრულიად დამსახურებულად დაეუფლა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, თუმცა, მისი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, “ვისკონსინი” 134:130 დამარცხდა.

მამუკელაშვილის პირველი კომენტარი G-ლიგაში ჩატარებული სუპერ მატჩის შემდეგ

სტატიის ავტორი
-