Belive

მამუკელაშვილის სუპერ მატჩი G-ლიგაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) შეხვედრაში, "მოტორ სიტისა" და "ვისკონსინის" დაპირისპირება შედგა.

დეტროიტში, "Wayne State Fieldhouse"-ზე გამართული დრამატული მატჩის ძირითადი დროის ფრედ (127:127) დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა უკეთ იასპარეზეს და საბოლოოდ, 134:130 გაიმარჯვეს.



G-League-ში მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც პარკეტზე ყველასგან გამორჩეული იყო. "ვისკონსინის" ქართველმა ვარსკვლავმა 41 წუთში 31 ქულის, 12 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

მამუკელაშვილმა 61%-იანი სიზუსტით ისროლა, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა და სრულიად დამსახურებულად დაეუფლა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, თუმცა, მისი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, "ვისკონსინი" დამარცხდა.

სხვა სტატიები