Belive

მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, „მილუოკისა“ და „ნიუ ორლეანსის“ დაპირისპირება შედგა.

მილუოკიში, „Fiserv Forum“-ზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 135:110 დასრულდა.

„მილუოკი ბაქსის“ ქართველ ფორვარდს მცირე სათამაშო დრო მიეცა. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 2:40 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ კარგი ჩატენვით 2 ქულის მოპოვება შეძლო.

სხვა სტატიები