Belive

მამუკელაშვილს ვერ აჩერებენ - ქართველი ფორვარდის ბრწყინვალე მატჩი მინესოტას წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) Summer League-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “მილუოკისა” და “მინესოტას” დაპირისპირება შედგა. ლას ვეგასში გამართული დაძაბული მატჩი, “ბაქსის” გამარჯვებით, 87:75 დასრულდა.

“მილუოკი ბაქსის” რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 32:07 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, ქართველმა ფორვარდმა 18 ქულის, 15 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩდნა. NBA-ს Summer League-ს ეგიდით, მამუკელაშვილმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა - მისი საშუალო მონაგარი 21 ქულასა და 9.7 მოხსნას შეადგენს. მამუკელაშვილი საშუალო მანძილიდან 47%-იანი, ხოლო პერიმეტრიდან 56%-იანი სიზუსტით ისვრის.

სხვა სტატიები