Belive

მამუკელაშვილსა და ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცათ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "კლიპერსისა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 114:100 დასრულდა.

"ინდიანა პეისერსის" ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ პარკეტზე 7:52 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში, 5 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო.

"ინდიანას" დამარცხებაში ლომის წილი ივიცა ზუბაჩმა დაიდო. "კლიპერსის" ცენტრმა პირად აქტივში 31 ქულა, 29 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთ შეხვედრაში, "მილუოკისა" და "დალასის" დაპირისპირება შედგა. მატჩი "ბაქსის" გამარჯვებით, 124:115 დასრულდა.

"მილუოკის" ქართველმა ფორვარდმა - სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე გატარებული 7:12 წუთის განმავლობაში, 2 მოხსნის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები