Belive

მანუ ჯინობილი გვემშვიდობება?

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
23 წლიანი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, შესაძლოა ცნობილმა კალათბურთელმა მანუ ჯინობილმა მიატოვოს დიდი კალათბურთი. ეს ინფორმაცია 41 წლის არგენტინელის შესახებ ESPN-ის მიმომხილველმა ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ „სპურსის“ მსროლელს გუნდთან ისევ აკავშირებს ერთწლიანი შეთანხმება, ინფრომაციის თანახმად ის აპირებს გრეგ პოპოვიჩთან განიხილოს 2.5 მილიონიანი კონტრაქტის შეწყვეტის პირობები. 2002 წლამდე, სანამ სან- ანტონიოში გადმოვიდოდა, ჯინობილმა შეძლო ევროლიგის MVP-ს ტიტულის მოპოვება. NBA-ში 16 წლიანი კარიერის განმავლობაში 4-ჯერ გახდა საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი, 2-ჯერ ALL-star-ის მონაწილე იყო და არგენტინის ნაკრებთან ერთად 2004 წელს ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვა. სამხრეთ ამერიკელი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა მსოფლიოს მაშტაბით, მართალია მისი საუკეთესო წლები უკვე წარსულშია, მაგრამ ბებერი ხარის და მისი რქების ამბავი ხო გაგიგიათ?? ხოდა ეს ბებერი მანუ საშუალოდ 9.8 ქულას აკეთებდა უკანასკნელ სეზონში 20 სათამაშო წუთის განმავლობაში.  

სხვა სტატიები