მარკ გასოლმა ბარსელონა გააკრიტიკა

“მემფის გრიზლისის” ცენტრმა, მარკ გასოლმა ესპანური “ბარსელონა” გააკრიტიკა. კატალონიური საკალათბურთო კლუბის ყოფილი წევრის და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ესპანელი კალათბურთელის უკმაყოფილება “ბლაუგრანას” მესვეურების ქმედებამ გამოიწვია.

“ბარსელონაში” გატარებული 20 წლიანი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, ხუან კარლოს ნავარომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. კატალონიური გრანდის რიგებში, ნავარო არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა და გულშემატკივართა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 20 სეზონის მანძილზე, “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული 1139 შეხვედრისა და კლუბთან ერთად მოპოვებული 35 ტიტულის შემდეგ, 2018 წლის 17 აგვისტოს, ესპანური კალათბურთის ერთ-ერთმა საკულტო ფიგურამ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

“ბლაუგრანას” ბოსებმა, მარკ გასოლის კრიტიკა ინერტული პოზიციის გამო დაიმსახურეს. შეიძლება ითქვას, რომ კატალონიურმა კლუბმა ნავაროს 20 წლიანი სამსახური არ დაუფასა და დამსახურებული გაცილება არ მოუწყო.

“ნავაროს ყველა გულშემატკივარს გვსურდა, რომ კლუბს მისთვის შესაფერისი გაცილება მოეწყო. “ბარსელონას” გაცილებით უკეთ შეეძლო გამოსამშვიდობებელი საღამოს ორგანიზება”, აღნიშნა მარკ გასოლმა.

(35)

მარკ გასოლმა ბარსელონა გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-