Belive

მარცხი ეფესთან - შენგელიამ ევროლიგის სეზონი დაასრულა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ნახევარფინალში მოსკოვის "ცსკა" დღეს "ეფესთან" დაძაბულ ბრძოლაში - 86:89 დამარცხდა და ტურნირი დაასრულა. რუსული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკეს მესამე მეოთხედში უკვე 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა, რის გამოც შეხვედრის დარჩენილ დროში აღარ უთამაშია. "ეფესი" ფინალში "ბარსელონასა" და "ოლიმპია მილანოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები