Belive

მაზიაშვილის დებიუტი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში და ბეჟანიშვილის 11 ქულა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა”. ქართველი ფორვარდის გუნდმა “ნიკოლს კოლონელს” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 78:70 დაამარცხა. ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი დაჰყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგო. საბოლოოდ ბეჟანიშვილის მონაგარმა 11 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა. ილინოისელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვთ და შემდეგ მატჩს 19 ნოემბერს, ისევ შინ, ჰავაის უნივერსიტეტთან გამართავენ. 3 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს “მასაჩუსეტს ლოუელის”, რომელშიც ლუკა მაზიაშვილი ირიცხება. ლუკას დებიუტი 9 ნოემბერს, “ლონგ აილენდ შარქსთან” 87:74 მოგებულ შეხვედრაში შედგა, რომელშიც მან 9 წუთი ითამაშა. 25 წუთით გამოჩნდა მოედანზე მაზიაშვილი სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ მძლავრ გუნდთან შეხვედრაში მასაჩუსეტსელები 10 ნოემბერს “ოჰაიო სტეიტს” შეხვდნენ, 56:76 წააგეს და მაზიაშვილმა 25 წუთში 2 ქულა, 2 პასი , 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 13 ნოემბერს მაზიაშვილის გუნდი თანაშტატელ ბოსტონის უნივერსიტეტის გუნდს “ბეიკონსს” შეხვდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები