Belive

მეორე გამარჯვება - დალასს კლიპერსთან დიდი უპირატესობა აქვს (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პლეი-ოფის მე-2 თამაშში "დალას მავერიკსმა" "ლოს-ანჯელეს კლიპერსი" 127:121 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა - პირველ ნახევარში გუნდები ერთმანეთს დიდი უპირატესობით გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მე-2 მეოთხედი "კლიპერსმა" მინიმალური სხვაობით, 73:71 მოიგო. ტაირონ ლიუს გუნდმა უპირატესობა მე-3 მეოთხედში დაკარგა, როდესაც "დალასი" მეტოქეს 9 ქულით გაექცა. შეხვედრის ბოლო 12 წუთში "მავერიკსმა" მოწინააღმდეგეს თამაშის შემოტრიალების შანსი არ მისცა და სერიაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა კავაი ლეონარდმა, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო. მან 21 სროლიდან 14 კალათში მოათავსა, მონაგარს კი 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიამატა. რაც შეეხება "დალასს", აქ საუკეთესო კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელმა ვარსკვლავმა 39 ქულა, 7 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

მიმოხილვა:

სხვა სტატიები