Belive

მეოთხედ სეზონში - შერმადინი ტურის MVP-ი გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს'' ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, ესპანეთის ACB ლიგის 37-ე ტურში, ,,სარაგოსასთან'' მოგებულ შეხვედრაში, 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შედეგად, ქართველი ცენტრი, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი მატჩში 31 იყო, ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. შერმადინმა MVP-ის წოდება ACB ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოიპოვა, რაც საუკეთესო შედეგია. გიორგის ,,ტენერიფე'' 27 მოგებითა და 8 მარცხით ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მხოლოდ ,,ბარსელონასა'' და ,,რეალს'' ჩამორჩება.



 

სხვა სტატიები