Belive

მეტ ჯენინგის წარმატებული დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანური "ბასკონიას" მოთამაშე, ამერიკელი მეტ ჯენინგის დებიუტი დღეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლეგიონერის დებიუტმა წარმატებით ჩაიარა. მან 22 ნომრიანი მაისური მოირგო და საქართველოს სახელით პირველი ქულები მოიპოვა. დღეს ჯენინგმა პარკეტზე 36:04 წუთი დაჰყო და ამ დროში მისი მონაგარი შემდეგია: 15 ქულა (5 სამ ქულიანი), 10 სროლა და 10-ივე სამქულიანიდან, საიდანაც 5 ზუსტი იყო, ანუ ჯენინგის პროცენტული მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს.  3 მოხსნა, 3 გადაცემა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ია. შეგახსენებთ, რომ მატ ჯენინგი ესპანური "ბასკონიას" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და თორნიკე შენგელიასთან ძალიან კარგად არის შეთამაშებული, რაც ჩვენს ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.

სხვა სტატიები