Belive

მილუოკიმ ატლანტასთან სერია დახურა და სუპერფინალში გავიდა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-6 მატჩში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,ატლანტა ჰოუქსი'' სტუმრად 118-107 დაამარცხა და სუპერფინალში გავიდა. ბუდენჰოლცერის გუნდმა მეტოქეს სერია 4:2 მოუგო. ,,მილუოკიმ'' კვლავ მთავარი ლიდერის, იანის ანტეტოკუმპოს გარეშე ითამაშა. ,,ბაქსის'' შემადგენლობაში 32 ქულით, 7 ასისტით, 4 მოხსნითა და 3 ჩაჭრით კრის მიდლტონი გამოირჩა. 27 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე. ,,ატლანტას'' 21 ქულით, 3 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით კემერონ რედიშმა ულიდერა. 20 ქულას, 3 ასისტს, 3 ჩაჭრასა და 2 მოხსნას მოუყარა თავი ბოგდან ბოგდანოვიჩმა. ,,მილუოკის'' მეტოქე სუპერფინალში ,,ფინიქს სანსი'' იქნება, რომელმაც დასავლეთ კონფერენცია მოიგო. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 7 ივლისს, ფინიქსში გაიმართება.

სხვა სტატიები