Belive

მილუოკიმ ბრუკლინს მოუგო - მამუკელაშვილმა 4 ქულა მოაგროვა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ბრუკლინ ნეტსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109-121 დამარცხდა. მატჩში 15 წუთი ითამაშა ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც ,,ბაქსს'' 4 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაეხმარა. სანდრომ სამიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. ,,მილუოკის'' 31 ქულით, 9 ასისტითა და 7 მოხსნით იანის ანტეტოკუმპომ ულიდერა. ,,ბრუკლინის'' შემადგენლობაში 29 ქულით, 9 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კევინ დურანტი გამოირჩა. 16 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება იყო ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე. ,,მილუოკი'' 26 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 პოზიციაზეა, ,,ბრუკლინი'' კი 24 გამარჯვებითა და 13 მარცხით ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს.

მიმოხილვა:

სხვა სტატიები