Belive

მილუოკიმ ნიუ ორლეანსთან წააგო - მამუკელაშვილმა 18 წუთი ითამაშა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ნიუ ორლეანს პელიკანსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' უმასპინძლა და ოვერტაიმში ოთქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116:112 დაამარცხა (ძირითადი დრო 103:103 დასრულდა). ზედიზედ მეოთხე მატჩში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ,,ბაქსს'' 40 ქულით 5 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა. ,,პელიკანსის'' შემადგენლობაში დევონტე გრემი გამოირჩა - უკანახაზელმა 26 ქულას, 4 ასისტს, 4 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. 24 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო იონას ვალანჩუნასის ანგარიშზე. ,,მილუოკი'' 19 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 19 დეკემბერს, ,,კლივლენდ კავალიერსის'' წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები