Belive

მილუოკიმ ფინიქსს ზედიზედ მესამედ მოუგო და სერიაში დაწინაურდა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის სუპერფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში ,,ფინიქს სანსი'' შინ ,,მილუოქი ბაქსთან'' 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:123 დამარცხდა. შედეგად, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი სერიაში 3:2 დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, როცა ,,მილუოკი'' ,,ფინიქსს'' 1 ქულით უგებდა (120:119), შეტევაში მასპინძლები იყვნენ, თუმცა დევინ ბუკერს ბურთი ჯრუ ჰოლიდეიმ აართვა, დაწყებული სწრაფი შეტევა კი იანისმა ეფექტური სლემით დაასრულა. ,,ფინიქსს'' 40 ქულით, 4 მოხსნით, 3 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ბუკერმა ულიდერა. 21 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 დაფარება იყო კრის პოლის ანგარიშზე. ,,მილუოკის'' შემადგენლობაში 32 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით იანის ანტეტოკუმპო გამოირჩა. 29 ქულას, 7 მოხსნასა და 5 ასისტს მოუყარა თავი კრის მიდლტონმა. გუნდებს შორის მომდევნო მატჩი ოთხშაბათს, 21 ივლისს, მილუოკიში გაიმართება.

სხვა სტატიები