Belive

მილუოკიმ შარლოტს მოუგო - მამუკელაშვილმა 15 წუთამდე ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსმა'' ,,შარლოტ ჰორნეთსი'' სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 105-96 დაამარცხა.

,,ბაქსის'' შემადგენლობაში 15 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,მილუოკის'' 20 ქულით, 8 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით ბობი პორტისმა ულიდერა.

,,შარლოტის'' რიგებში 26 ქულით, 5 მოხსნითა და 4 ასისტით ტერი როზიე გამოირჩა.

,,მილუოკი'' 16 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე პოზიციაზეა, ,,შარლოტი'' კი 7 მოგებითა და 16 წაგებით კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები