Belive

დიდი მოულოდნელობა - აშშ-ს ნაკრები ოლიმპიადის პირველ მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ამერიკის ეროვნული ნაკრები საფრანგეთთან 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 76:83 დამარცხდა. საფრანგეთს ევან ფურნიემ ულიდერა, რომელმაც არასრულ 34 წუთში 28 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 14 ქულას, 9 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი რუდი გობერმა. აშშ-ს შემადგენლობაში 18 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა. 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო ბემ ადებაიოს ანგარიშზე. ამერიკის ნაკრები მომავალ მატჩს 28 ივლისს, ირანის წინააღმდეგ გამართავს, საფრანგეთი კი ამავე დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები