Belive

მოგება ოვერტაიმში - ესპანეთმა ლიეტუვა დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ესპანეთმა ლიეტუვას ოვერტაიმში, ანგარიშით 102:94 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 83:83 დასრულდა.

ლიეტუველები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთები გამოდგა, რომელშიც უკეთესი ესპანეთი იყო.

გამორჩეული თამაში ჩაატარა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების უკანახაზელმა, ლორენცო ბრაუნმა - გამთამაშებელმა 28 ქულას, 8 ასისტს, 3 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. 21 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო ვილი ერნანგომესის ანგარიშზე.

ლიეტუვას 18 ქულით, 3 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით მინდაუგას კუზმინსკასმა ულიდერა.

მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე ფინეთისა და ხორვატიის შეხვედრაში გაირკვევა.

სხვა სტატიები