Belive

მონტენეგრომაც მოგვიგო... | 'ევრობასკეტ2022' საქართველოსთვის დასრულებულია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

'ევრობასკეტ2022'-ის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. როგორც იცით, A ჯგუფის მასპინძელი თბილისი არენა იყო, სადაც საქართველოსთან ერთად 5 ნაკრები ასპარეზობდა - მონტენეგრო, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი და თურქეთი.

ჯგუფური ეტაპის ბოლო დღის წინ საქართველოს ნაკრების საპლეი-ოფო საგზური საკუთარ თავზე დამოკიდებული არ იყო. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჯერ ბელგიას უნდა დაემარცხებინა ბულგარეთი და შემდეგ საქართველოს მონტენეგრო.

ბელგიელებმა ბულგარელი ოპონენტები დაამარცხეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგება ვერ შეძლო და ჯგუფური ეტაპი 1 მოგებითა და 4 მარცხით ბოლო ადგილზე დაასრულა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 73:81 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის დასრულებულია.

სხვა სტატიები