Belive

მორიგი აღიარება - მამუკელაშვილი კონფერენციის სიმბოლურ გუნდშია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება აშშ-ში - ქართველი კალათბურთელი სეზონის სიმბოლურ გუნდშია. სულ ახლახანს გამოქვეყნდა NCAA-ს Big East-ის რეგულარული სეზონის სიმბოლური გუნდი, სადაც 21 წლის ქართველი კალათბურთელიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი მწვრთნელებმა საკუთარ პოზიციაზე ერთხმად აირჩიეს. სანდრომ, რომელსაც წელს "სეტონ ჰოლის" რიგებში მე-4 სეზონი ჰქონდა, საოცარი შედეგი აჩვენა. მამუკელაშვილი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და საშუალოდ 17.8 ქულას (მეორე შედეგი კონფერნეციაში), 7.3 მოხსნა (მე-6 შედეგი) და 3.1 ასისტი მოაგროვა. გარდა ამისა, 22 წლის ქართველი რამდენჯერმე გახდა კონფერენციის კვირის და "სეტონ ჰოლის" თვის საუკეთესო კალათბურთელი. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზისთვის იბრძვის. ის ლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და NCAA-ში ყველაზე პრესტიჟულია.

სხვა სტატიები