მორიგი აღიარება – შერმადინი წლის გიგანტად დასახელდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადაეცა. ესპანურმა საკალათბურთო ჟურნალ “გიგანტესმა” ქართველი ცენტრი 2021 წლის გიგანტად დაასახელა.

“ტენერიფეს” 31 წლის ლიდერი მართლაც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. გიორგის საშუალოდ პარკეტზე გატარებულ 24,9 წუთში 17.3 ქულა (მე-2 შედეგი ჩემპიონატში), 5,8 ქულა და 2,4 პასი აქვს.

გარდა ამისა, შერმადინი თვის MVP 2-ჯერ – ოქტომბერსა და იანვარში გახდა.

“ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებსა და მწვრთნელებს. მადლობა კლუბს, ოჯახს და ყველას, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს,” – თქვა ქართველმა კალათბურთელმა “გიგანტესთან” ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ “გიგანტესისგან” აღნიშნული პრიზი გასულ წელს თორნიკე შენგელიამ მიიღო.

მორიგი აღიარება – შერმადინი წლის გიგანტად დასახელდა

სტატიის ავტორი
-