Belive

მოსკოვის "ცსკას" მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მოსკოვის "ცსკას"-ს ბერძენ მწვრთნელს დიმიტრის იტუდუსს კორონავირუსი დაუდგინდა. Covid 19-ზე ასევე შემოწმდნენ მისი შვილები და ცოლი, თუმცა მათ ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა. შეგახსენებთ, რომ რუსული არმიის კლუბში რამდენიმე თვის წინ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა სოციალურმა ქსელმა.

სხვა სტატიები