Belive

მსოფლიო ჩემპიონატი - სერბეთმა ფილიპინებს 126 ქულა ჩაუგდო (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის კალათბურთელთა ნაკრებმა მე-2 თამაში გამართა. D ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში სერბები ფილიპინებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 126:67 დაამარცხეს და პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს. ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდი დღევანდელ შეხვედრაშიც საოცარი სიზუსტით გამოირჩეოდა. სერბეთის ნაკრებმა ჯამში სროლების 75% გამოიყენა. სერბეთის შემადგენლობაში საუკეთესო ნემანია ბიელიცა იყო, რომელმაც 20 ქულას, 3 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მსოფლიო ჩემპიონატის 2 ტურის შემდეგ სერბეთი იტალიასთან ერთად D ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს. ჯორჯევიჩის გუნდი შემდეგ შეხვედრას სწორედ იტალიასთან გამართავს.

სერბეთი 126:67 ფილიპინები (მიმოხილვა)

სხვა სტატიები