Belive

მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა კიდევ ორმა ევროპულმა ნაკრებმა გაინაღდა

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ბოლოსწინა ტურის დასკვნით დღეს ჩინეთში ასპარეზობა კიდევ ორმა გუნდმა გაინაღდა. პოლონელებმა ვარაზდინში ხორვატები 69:77 დაამარცხეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. პოლონეთს "ლოკომოტივ ყუბანის" მსუბუქმა ფორვარდმა მატეუშ პონიტკამ ულიდერა ვინც 20 ქულას 8 მოხსნა და 2 ბლოკიც მიამატა და მატჩის MVP-ც გახდა. მოგვიანებით საგზური იტალიელებმაც გაინაღდეს. "სკუადრა აძურამ" შინ, ვარეზეში, უნგრეთს შანსი არ დაუტოვა და მეტოქე 75:41 გაანადგურა. იტალიელებს ამადეო დელა ვალემ ულიდერა ვის ანგარიშზეც 15 ქულა 2 მოხსნა და 3 პასი იყო. ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 15 სექტმებრის ჩათვლით 8 ქალაქში: პეკინში, ვუჰანში, შანხაიში, ნანჯინგში, გუანჯოუში, ფოშანში, შენჟენში და დონგუანგში გაიმართება და მასში 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მიმდინარე ტურში, ჰერაკლიონში, საბერძნეთთან 69:81 მარცხის შემდეგ დაკარგა. ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება 22 ნაკრებს აქვს მოპოვებული, ესენი არიან: აშშ, ტუნისი,ჩინეთი ნიგერია, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი, ლიტვა, ავსტრალია, საფრანგეთი, ანგოლა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, თურქეთი, ვენესუელა, არგენტინა, კანადა, ბრაზილია, სენეგალი, იტალია, პოლონეთი. დარჩენილი 9 საგზურის მფლობელი მოგვიანებით გაირკვევა, მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა კი 16 მარტს შენჟენში გაიმართება.

სხვა სტატიები