Belive

მსოფლიო ჩემპიონებმა რევანში აიღეს | 'ევრობასკეტ2022'

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

'ევრობასკეტ2022' აქტიურ ფაზაში შევიდა, სადაც გუნდებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრები ჩაატარეს.

როგორც იცით, ტურნირის ჯგუფურ ეტაპს 4 ქვეყანა მასპინძლობს, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც A ჯგუფის მასპინძელია.

პირველ წრეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ, დრამატული ბრძოლა, დამატებითი ტაიმის შემდეგ დათმო.

მეორე შეხვედრა ქართველებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების - ესპანელების წინააღმდეგ გამართეს, სადაც მეტოქეს კონკურენტუნარიანი თამაში მხოლოდ პირველ მეოთხედში შესთავაზეს, მას შემდეგ კი ანგარიშში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა ჰქონდათ და საბოლოოდ 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 64:90 დავმარცხდით.

ამრიგად, 2 ტურის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გამარჯვების გარეშეა, თუმცა წინ კიდევ 3 შეხვედრაა, სადაც სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება სავსებით რეალური და შესაძლებელია.

ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს, თბილისის დროის 21:00 საათზე, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები