Belive

ნაკლები ნდობა და შედეგიანი თამაში - ბითაძე მილუოკისთან

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ინდიანა პეისერსი" "მილუოკი ბაქსთან" დიდი ანგარიშით - 130:110 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ დღევანდელ თამაშში პარკეტზე 13 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ "ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა 21 წლის ცენტრი მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შემოიყვანა, მაშინ, როდესაც დაპირისპირებაში ყველაფერი გარკვეული იყო. რაც შეეხება სტატისტიკას, გოგამ 6 ქულას (3-დან 3 ორქულიანი), 5 მოხსნას (2 შეტევაში) და 2 დაფარებას მოუყარა თავი. გარდა ამისა, ბითაძე კარგად გამოიყურებოდა დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი "მილუოკისთან" 14 იყო, რაც "ინდიანაში" საუკეთესო შედეგია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გოგას კონკურენტმა მაილს ტერნერმა 23 წუთში მხოლოდ 3 ქულის, 2 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება, -32 მარგი ქმედების კოეფიციენტით მოახერხა.  

სხვა სტატიები