Belive

NBA 2K22 | კალათბურთელების განახლებული მონაცემები

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაში ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიური გამოშვებაა. ცნობილია NBA 2K22-ის მონაცემები, რომელმაც კალათბურთის მოყვარულებში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, გთავაზობთ TOP მოთამაშეების მონაცემებს:


  • კევინ დურანტი - 96 
  • ლებრონ ჯეიმსი - 96 
  • სტეფ კარი - 96 
  • იანის ანტეტოკოუნმპო - 96
  • ნიკოლა იოკიჩი - 95 
  • ჯოელ ემბიდი - 95 
  • ლუკა დონჩიჩი - 94 
  • დემიან ლილარდი - 94 
  • ჯეისონ ტეიტუმი - 90 
  • ტრეი იანგი - 89
  • კრის მიდლტონი - 88
  • ჯრუ ჰოლიდეი - 85 
  • ლამელო ბოლი - 84 

აღნიშნულ მონაცემებს კევინ დურანტი გამოეხმაურა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი მაჩვენებელი NBA 2K22-ში 99 უნდა ყოფილიყო.



საინტერესოა, რომ სტეფ კარისა და კევინ დურანტის 96-იან მაჩვენებელს ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანისათვის 99-ის მინიჭება თავისუფლად შეიძლებოდა.

  საინტერესოა მონაცემები, რომელიც ჩატენვების კონკრეტულ უნარში აქვთ მოთამაშეებს - აღნიშნულ სტატისტიკას ზაიონ უილიამსონი ლიდერობს (97), შემდეგ კი ზაკ ლავინი (95) და აარონ გორდონი არიან (95).

რაც შეეხება WNBA-ის მონაცემებს, ყველაზე რეიტინგული კალათბურთელი ბრეანა სტიუარტია (95).

 

სხვა სტატიები