Belive

NBA - ბოსტონ სელტიქსი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული სეზონის, აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ფინალისტი - "ბოსტონ სელტიქსი".

NBA-ში ასპარეზობის რიგით 73-ე სეზონს "სელტიქსი" სახეცვლილებითა და ინტრიგით ხვდება. გორდონ ჰეივარდისა და კაირი ირვინგის დაბრუნების შემდეგ, "სელტიქსის" შეტევითი პოტენციალი მკვეთრად გაიზარდა, რაც მიმდინარე სეზონს კიდევ უფრო დრამატულს გახდის. თავის მხრივ ბრწყინვალედ იასპარეზეს ჯეისონ ტატუმმა და ჯეილენ ბრაუნმა, რომელთაც გასულ სეზონში ტრავმირებული ლიდერების ჩანაცვლება ითავეს. "ბოსტონ სელტიქსის" სავარაუდო სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: 
გორდონ ჰეივარდი - 31.2 მილიონი დოლარი ალ ჰორფორდი - 28.9 მილიონი დოლარი კაირი ირვინგი - 20 მილიონი დოლარი ჯეისონ ტატუმი - 6.7 მილიონი დოლარი ჯეილენ ბრაუნი - 5.1 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

წინასასეზონო 4 შეხვედრა შეიძლება ითქვას, რომ "სელტიქსმა" არადამაჯერებლად ჩაატარა. პრესეზონზე, "სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერობისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, "კლივლენდ კავალიერსს" და "შარლოტ ბობქეთსს" დაუპირისპირდა. "კავალიერსის" წინააღმდეგ გამართული ორივე შეხვედრა, "სელტიქსის" მარცხით დასრულდა. "შარლოტთან" კი "სელტიქსმა" მხოლოდ "TD GARDEN"-ზე შეძლო გამარჯვების მოპოვება. დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გორდონ ჰეივარდი და კაირი ირვინგი მწყობრში არიან და გულშემატკივარი არაერთი ბრწყინვალე მომენტის მომსწრე გახადეს.

რეგულარული სეზონი:

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018/19 წლების რეგულარული სეზონი, სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს. ამავე დღეს, "ბოსტონ სელტიქსი" საკუთარ ციხესიმაგრეში ("TD GARDEN") აღმოსავლეთ კონფერენციის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, "ფილადელფია სიქსერსს" უმასპინძლებს. 20 ოქტომბერს "სელტიქსს" ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი, "ტორონტო რეპტორსი" - "ბოსტონს" უმასპინძლებს. 21 ოქტომბერს "ბოსტონ სელტიქსი" "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ, გასვლით მატჩს გამართავს.

სხვა სტატიები