Belive

NBA | დრამონდი ლეიკერსში, ოლდრიჯი - ბრუკლინში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ანდრე დრამონდის ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. "ლეიკერსმა" დრამონდის ტრანსფერი "ორლანდოს" წინააღმდეგ გამართული მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე დაადასტურა. მოქმედ ჩემპიონთან გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე, დრამონდმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც "ლეიკერსის" მაისურშია გამოწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დრამონდსა და "კლივლენდ კავალიერსს" შორის გარიგება შედგა (buyout), რის შემდეგაც ფორვარდი "ლეიკერსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2012-20 წლებში, დრამონდი "დეტროიტის" ღირსებას იცავდა. 2020 წელს მან "კლივლენდს" მაისური მოირგო და ახლა "ლეიკერსში" ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს შეუერთდა. ანდრე დრამონდის ტრანსფერის გაოფიციალურების პარალელურად, "ბრუკლინ ნეტსმა" ლამარკუს ოლდრიჯი დაიმატა. ამ შემთხვევაშიც, ოლდრიჯსა და "სან ანტონიოს" შორის გარიგება შედგა, რის შემდეგაც ოლდრიჯი "ბრუკლინს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ბრუკლინის" პოლიტიკიდან გამომდინარე, ოლდრიჯთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. 2006-15 წლებში ოლდრიჯი "პორტლენდის" ღირსებას იცავა. 2015-2021 წლებში, ოლდრიჯმა "სან ანტონიოს" მაისური მოირგო, რის შემდეგაც "ბრუკლინს" შეუერთდა.  

სხვა სტატიები