Belive

NBA - გოლდენ სტეიტი 2018/19

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის უკანასკნელი 2 სეზონის ჩემპიონი - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" -  2018/19 წლების სეზონი გუნდისთვის 73-ე იქნება.

ახალ სეზონში ჩემპიონების გუნდი მცირედით სახეცვლილია. გუნდში ცენტრის პოზიციაზე ზაზა ფაჩულია და ჯავალ მაკგი დემარკუს კაზინსმა ჩაანაცვლა, რომელმაც 1-წლიანი კონტრაქტი 5.3 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გააფორმა. გუნდის სასტარტო "ვარსკვლავური" სავარაუდო ხუთეული ასეთი იქნება: 
გუნდს ამ სეზონშიც საუკეთესო მე-6 ნომერი ანდრე იგუდალა ეყოლება. სასტარტო ხუთეულის სეზონური ანაზღაურება: სტეფ კარი - 37.4 მილიონი დოლარი კევინ დურანტი - 30.5 მილიონი დოლარი დემარკუს კაზინსი - 5.3 მილიონი დოლარი კლეი ტომპსონი - 18.9 მილიონი დოლარი დრეიმონდ გრინი - 17.4 მილიონი დოლარი

პრესეზონი:

გუნდმა წინასასეზონო 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 შემთხვევაში დამარცხდა, თუმცა ეს ყველაფერი გუნდის რეალური ფორმის შესახებ ბევრს არაფერს მეტყველებს. გუნდის ვარსკვლავური ხუთეული პარკეტზე ნახევარ დროსაც კი არ ატარებდა, ახალი ცენტი კაზინსი კი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა. "მინესოტამ" და "ფინიქსმა" "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივარი საკმაოდ უკმაყოფილო დატოვა, ვინაიდან მათ ჩემპიონები საკუთარ მოედანზე, "Oracle Arena"-ზე დაამარცხეს - "მინესოტამ" 4, ხოლო "ფინიქსმა" 8-ქულიანი სხვაობით. ლებრონ ჯეიმსის "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი" ჩემპიონებს შინაც შეხვდა და გასვლაზეც - მათ ორივე შემთხვევაში მოახერხეს "უორიორსის" დამარცხება. ერთადერთი შეხვედრა, რომელში გამარჯვებაც "გოლდენ სტეიტმა" მოახერხა, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართული მატჩი გახლდათ. კევინ დურანტისა და კლეი ტომპსონის შესანიშნავი თამაშის წყალობით (კლეი-30 ქულა, დურანტი- 26 ქულა) გუნდმა 28-ქულიანი უპირატესობით მოახერხა გამარჯვება.

რეგულარული სეზონი:

რეგულარული სეზონი სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს, ამავე დღეს  "უორიორსი" პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში,  "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს. 20 ოქტომბერს გასვლით შეხვედრაში მათი მეტოქე "იუტა ჯაზი" იქნება. 22 ოქტომბერს კი გუნდი, ასევე გასვლით შეხვედრაში "დენვერ ნაგეთსს" დაუპირისპირდება. სპეციალისტების აზრით "გოლდენ სტეიტს" ამ სეზონშიც ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს.  

სხვა სტატიები